ადამიანის აგებულება და ძვლის სისტემა

ადამიანს უმეტეს ნაწილად 206 ძვალი აქვს.მისი ნახევარი ჩვენს ფეხებსა და ხელებშია განლაგებული . ძვლების ერთობლიობას კი ჩონჩხი ჰქვია.ჩონჩხი ერთგვარი ჩარჩოა და მას შენი სხეულის სხვა ნაწილები უკავია. 

 დაბადებისას ადამიანს 270 ძვალი აქვს, რომელთა ნაწილიც ზრდა-განვითარებისას ერთიანდება.

ძვლების მოძრავ შეერთებას სახსრები ეწოდება. ერთ-ერთ ძვალზე, რომელიც სახსარშია შენაწევრებული, ჩვეულებრივ, მოთავსებულია ღრმული - სახსარსფერო. მასში შედის მეორე შენაწევრებული ძვლის შესაბამისი ფორმის თავი. ფოსო და ძვლის თავი დაფარულია მბრიწყნავი, გლუვი, ხრტილოვანი ფენით. ეს აადვილებს ძვლის თავის ფოსოში სრიალს სახსარში მოძრაობის დროს.  

                                 ტანის ჩონჩხი

ხერხემალი 33-34 მოკლე ძვლისგან - მალისგან შედგება. ყოველ მალას აქვს სხეული და რამდენიმე მორჩი. მალები ერთმანეთზეა დალაგებული. მათ შორის მოთავსებულია მკვრივი ხრტილოვანი ქსოვილის ფენები, რაც ხერხემლის მოქნილობას განაპირობებს. ხერხემლის შიგნით არის ზურგის ტვინი
ადამიანის ხერხემალში განასხვავებენ კისრის, გულმკერდის, წელის, გავის და კუდუსუნის ნაწილებს. გულმკერდი 12 წყვილი ნეკნისა და მკერდის ძვლისაგან შედგება. გულმკერდის ყოველ მალასთან 12 წყვილი ნეკნიდან თითო წყვილი ნეკნია შენაწევრებული.

მალებთან შენაწევრება ნეკნებს საშუალებას აძლევს მდებარეობა შეიცვალოს, აიწიოს ჩასუნთქვის დროს და დაიწიოს ამოსუნთქვის დროს.


                         თავის ჩონჩხი            

ქალა  შედგება ტვინისა და სახის ნაწილებისაგან. ტვინის ქალა ერთმანეთთან მჭიდროდ და უძრავად შეერთებული ძვლებისაგან შედგება.ეს არის წყვილი თხემის და წყვილი საფეთქლის, კენტი შუბლისა და კენტი კეფის ძვალი.
სახის ქალა 15 ძვალს შეიცავს. მათგან ყველაზე დიდი ყბის ძვლებია. ქვედა ყბის ძვალი ქალის ერთადერთი მოძრავი ძვალია.                                                                                                                                                      

კარგი ნახვამდის და გთხოვთ კომენტარებში დაწეროთ თქვენი აზრი.


















































Comments

Popular posts from this blog